პიერ-ემერიკ ობამეიანგი: "ბორუსიადან" უნდა წავიდე

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გერმანული კლუბის დატოვების სურვილს კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

"ბორუსიას" დატოვებაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. შესანიშნავ გუნდში გამოვდივარ, რომელსაც ბრწინვალე გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ თუ მინდა ზრდა განვაგრძო, უნდა წავიდე.

ეს ის კითხვაა, რომელსაც საკუთარ თავს ვუსვამ და რომელზე პასუხიც არ მაქვს. ამ საკითხზე უნდა ვიფიქრო. 28 წლის ვარ და ზრდა მჭირდება. ასე რომ, თუ წავალ, მხოლოდ იმ კლუბში, სადაც რეგულარულად თამაში შემეძლება", - ავრცელებს ობამეიანგის სიტყვებს Express.co.uk.

- პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "მილანში" გადასვლის სურვილი გამოთქვა და
ვარჯიში დატოვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული