უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

რონალდომ თავი დუბლით გამოიჩინა - პორტუგალია ვადამდე გავიდა ევროპირველობაზე

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, J ჯგუფში პორტუგალიამ სახლში სლოვაკეთი 3:2 დაამარცხა და ფინალური ტურნირის საგზური ვადამდე მოიპოვა.

პორტუგალიამ რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით 7 მატჩი საერთო ანგარიშით 27:2 მოიგო - რონალდომ ამ შეხვედრებში შვიდჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

რონალდომ ნაკრებში 125 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მსოფლიო ისტორიაში საუკეთესოა.

პორტუ. „დრაგაო“
პორტუგალია - სლოვაკეთი 3:2
გოლები: 1:0 რამუში (18), 2:0 რონალდო (29, პენ), 2:1 ჰანცკო (69), 3:1 რონალდო (72), 3:2 ლობოტკა (80)

ასევე დაგაინტერესებთ