უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

რუსებმა გაიხარეს და უკრაინელებს ნიშნის მოგებით მიმართეს

AutoSharing Option
ევროპირველობაზე რუსეთის ნაკრების მიერ ფინეთის დამარცხებამ (1:0) ძალიან გაახარა რუსი გულშემატკივრები. სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა დმიტრი სვიშევმა უმალ კომენტარი გააკეთა.

"იმედია, დღეს ჩვენი უკრაინელი მეზობლებისგან ყვირილი არ იქნება. არ ვიცი, ჰქონდათ დღეს თუ არა უფასო ლუდით ახალი აქციები ან სხვა პროვოკაციები. დღეს ჩვენს არაკეთილმოსურნეებს გასახარებლად შანსი არ მივეცით. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად დანიის დამარცხებაა საჭირო", - ციტირებს სვიშევს "ჩემპიონატი".