უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

"გადაფასებული კლოუნი! რონალდოზე ფიქრობდა, რომ..." - მორგანმა "იუნაიტედის" ევროპის ლიგიდან გავარდნის შემდეგ კვლავ ტენ ჰაგს შეუტია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის გასვლით შეხვედრაში "სევილიასთან" 0:3 განადგურდა და ევროპის სიძლიერით მეორე საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.

ეს ყოველივე კი ჟურნალისტ პირს მორგანისთვის საკმარისი საბაბი აღმოჩნდა, რათა "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი კიდევ ერთხელ გაეკრიტიკებინა:

"ღმერთო ჩემო! რა დამამცირებელი სირცხვილია "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ეს გადაფასებული კლოუნი ერიკ ტენ ჰაგი ფიქრობდა, რომ ჭკვიანური ნაბიჯი იყო რონალდოს დამცირება და მისი გუნდიდან გაშვება", - დაწერა მორგანმა Twitter-ზე.
ასევე დაგაინტერესებთ