"ლა ლიგის მოგება? რატომაც არა?" - ხავი "ხეტაფესთან" გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
ლა ლიგის 26-ე ტურში "ბარსელონამ" "ხეტაფეს" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონატის მოგების შანსი არ დაუკარგავს.

"ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ლა ლიგის მოგების შანსი არ დაგვიკარგავს. "ჟირონაზე" და "რეალზე" რაც შეიძლება დიდი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ.

ყოველთვის დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ. კონკურენტებთან მთავარი მატჩები ჯერ კიდევ წინაა.

მიუხედავად ყველაფრისა, სეზონი როგორც არ უნდა დასრულდეს, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებ", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში
57 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ "რეალს" 5 ქულით ჩამორჩება.
ასევე დაგაინტერესებთ