"ბარსელონამ" ხავის შესაძლო შემცვლელი ლა ლიგაში შეარჩია

AutoSharing Option
ჟურნალისტი ფრანკოის გალიარდო გვაუწყებს, რომ "ბარსელონას" მომავალი სეზონისთვის მთავარ მწვრთნელად მიჩელი ჰყავს შეგულებული, რომელიც ამჟამად "ჟირონას" უდგას სათავეში.

მოგეხსენებათ, კატალონიურ გრანდს ბოლო პერიოდში არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს და ხავი შესაძლოა, გადააყენონ.

იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანას" ამჟამინდელ თავკაცს სეზონის ბოლომდე დაითხოვენ, დროებით მწვრთნელად "ბარსელონას" ყოფილი მცველი რაფა მარკესი დაინიშნება.