"ბარსელონამ" 16 წლის გერმანელი ნახევარმცველი შეიძინა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ფრაიბურგის" 16 წლის ნახევარმცველი ნოა დარვიხი შეიძინა, - იტყობინება კატალონიური კლუბის საიტი.

"ბარსელონამ" დარვიხს ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. ის ჯერ "ბარსელონა B"-ში ითამაშებს.

"ბარსას" ტრანსფერი 2.5 მილიონი ევრო დაუჯდა, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 1 მილიარდი იქნება.

გასულ სეზონში მან ბუნდესლიგის U17-სა და U-19-ში 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ