"ბარსელონა" ბრაზილიელ თავდამსხმელს 40 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
"ატლეტიკო პარანაენსეს" 18 წლის თავდამსხმელი ვიტორ როკე "ბარსელონაში" გადავა.

As-ი იტყობინება, რომ ტრანსფერი ყველა დონეზე შეთანხმებულია, მაგრამ კატალონიური კლუბი იქამდე ვერ გაიფორმებს, ვიდრე მისი დარეგისტრირების უფლებას არ მიიღებს, ამისათვის კი მინიმუმ სამი ფეხბურთელის გასხვისება სჭირდება.

"ბარსა" ვიტორ როკეს 40 მილიონ ევროდ შეიძენს, თანხას სამ ტრანშად დაფარავს და ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს. მან გასულ სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატის 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ვიტორ როკეს შეძენის შემთხვევაში, "ბარსელონაში" პიერ-ემერიკ ობამეიანგის (ჩელსი) დაბრუნება გამოირიცხება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო, ეს ეგრევე ბარსელონაში იბრწყინებს და ქართველმა კიდე ჯერ რუსეთის საშუალო და დაბალი დონის გუნდები უნდა გამოაიაროს და მერე თუ ექნება შანსი წარმატების ვითომ. ბევრი ქართველი მასე რომ ფიქრობს ამაშია პრობლემა. არანაირი ტრამპლინი არ ჭირდება ზურიკოს და გაგნიძის დონის ტალანტებს რომ ტოპ ჩემპიონატში ითამაშონ. 22 წლის ასაკში კიდე 1 წელი მინიმუმლიგა 2ში რომ მოუწევს თამაში. რუსეთში დროის კარგვაა მარტო და ჯობია ქვეყნის და ჩემპიონატის განვითარებაზე გაკეთდეს აქცენტი, რომ მერე სიტყვაზე ბელგიელზე ნაკლები არ მოგვეჩვენოს ჩვენი ფეხბურთელი. 18 წლიდან შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში ასეთ ფეხბურთელებს. სინამდვილეში იმ რუსეთში იკარგებიან უმაგრესი ტალანტები. მარტო საბა კვირკველიას გახსენება ისეთი მტკივნეულია
Haaland
22:53 13-06-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული