"კარები დაკეტეთ" - ტებასმა "ბარსელონას" და "რეალს" დასცინა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" სუპერლიგა დატოვა, ამ პროექტში "ბარსელონა" და "რეალი" დარჩნენ. ამ ამბავმა ძალიან გაახარა ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, რომელმაც თავის "ტვიტერზე" სურათი დადო.

ფოტოზე "რეალის" და "ბარსელონას" პრეზიდენტები ფლორენტინო პერესი და ჟოან ლაპორტა სუპერლიგის გენერალურ დირექტორთან ბერნდ რეინჰარტთან ერთად არიან აღბეჭდილი.

ტებასმა სურათს წარწერა დაურთო: "ვინც ბოლო გამოვა, კარები დაკეტოს და სინათლე გამორთოს".