პიკესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიის დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ცნობილი ესპანელი მცველი ხერარდ პიკე დღეს "ალმერიას" წინააღმდეგ პროფესიონალურ კარიერაში ბოლო მატჩს ჩაატარებს.

ცნობილი ხდება ღონისძიებები, რომელიც მისდამი ამ მატჩში იქნება მიძღვნილი.

შეხვედრამდე "ნოუ კამპის" მინდორზე გიგანტური ბანერი გაიშლება, რომელზეც Sempr3 ეწერება.

გახურების დროს "ბლაუგრანას" ფეხბურთელების მაისურებზე პიკეს გვარი იქნება დატანილი, სტადიონის ეკრანზე კი ფეხბურთელისამდე მიძღვნილ ვიდეორგოლებს გაუშვებენ.

მატჩის დასრულების შემდეგ პიკე გულშემატკივარს მიმართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პიკუშ შე ძველო!
0

სიახლეები პოპულარული