ობამეიანგი "ბარსელონაში" ვერ გადავა - დემბელე "გაარისტოკრატდება"

AutoSharing Option
"არსენალის" 32 წლის თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი დღეს "ბარსელონასთან" საიჯარო ხელშეკრულების გასაფორმებლად კატალონიაში სულ ტყუილად ჩაფრინდა, - იტყობინება The Athletic-ი.

გამოცემის ცნობით, კლუბები გაბონელის ხელფასის გადახდის შესახებ ვერ შეთანხმდნენ.

"ბარსას" 24 წლის ნახევარმცველმა უსმან დემბელემ კი "არსენალში" გადასვლა არ ისურვა, თუმცა მეორე ლონდონური კლუბის ვარიანტი გამოუჩნდა - "მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, ის კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს.

ფეხბურთელის აგენტი მუსა სისოკო ტრანსფერის დეტალების შესათანხმებლად უკვე ინგლისში ჩავიდა. ABC ირწმუნება, რომ დემბელეს "გაარისტოკრატება" 99%-ით გადაწყვეტილია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სიამის ტყუპები!
ორი დეგენერატი.
11:52 02-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული