ერნესტო ვალვერდე: ნეიმარი დიდი დანაკლისია და მისი კომპენსირება ტრანსფერებით გვჭირდება

AutoSharing Option
პრიმერაზე სევილიას "ბეტისის" 2:0-ზე დამარცხების შემდეგ "ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ ნეიმარის დანაკლისზე ისაუბრა და განვლილი მატჩი გაარჩია:

"ჩვენი სათამაშო სტილი არ იცვლება, მაგრამ გუნდის გასაძლიერებლად ახალი ფეხბურთელები გვჭირდება. ნეიმარის წასვლის მერე ეს აუცილებელია. ლეო მესის "ცრუ ცხრიანზე" თამაში ერთ-ერთი ვარიანტია. ამ შემთხვევაში შევძლებთ სწრაფი ალკასერისა და დეულოფეუს ფლანგებზე გამოყენებას.

უკვე დავამტკიცეთ, რომ ლეოს ასე გამოყენება შესაძლებელია. სხვა გეგმებიც მაქვს, რომლებსაც მეტოქეებს არ გავუმხელ. ბევრია დამოკიდებული კონკრეტულ სიტუაციაზე, თუმცა ყველას ვაძლევ მოქმედების თავისუფლებას. იმისათვის ვიღწვით, რათა ფეხბურთელებმა გოლის გატანა მოახერხონ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული