"ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება" - რა განაცხადა დეკუმ "ნაპოლისთან" დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" მეტოქე მერვედფინალში "ნაპოლი" იქნება.

"ნაპოლისთან" თამაში იოლი არ იქნება, მათ ხომ გასულ წელს "სკუდეტო" მოიგეს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან. გაგვიმართლა თუ არა წილისყრაში? ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.

გასულ ტურში "ვალენსიასთან" შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. "ნაპოლისთან" მატჩამდე დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ ჯერ იტალიურ გუნდთან დაპირისპირებაზე არ ვფიქრობთ", - განაცხადა დეკუმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

alt"მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა..." - მაცარი

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას გამოეხმაურა

alt"ბარსელონა" ფავორიტია, თუმცა "ნაპოლის" ერთი უპირატესობა აქვს - რა თქვა ფედელემ

altკვარაცხელია "ბარსელონას" წინააღმდეგ - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაპოლისთანაც თუ ეგრე "შესანიშნავად" ითამაშებთ, როგორც ვალენსიასთან, გაგიჭირდებათ, კი! :)
გიო
18:35 18-12-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული