სკანდალი: ნეაპოლელები უეფას მაღალჩინოსანს "მილანის" დახმარებაში ადანაშაულებენ - ბობანს daily milan-ი გამოექომაგა

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის ორივე მეოთხედფინალურ მატჩში მსაჯებმა, ნებსით თუ უნებლიეთ, "მილანის" სასარგებლოდ შეცდომები დაუშვეს, რამაც შედეგებზე გავლენა მოახდინა. რა თქმა უნდა, ამას ნეაპოლური კლუბი ოფიციალურად ვერ გააპროტესტებს, თუმცა გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "როსონერის" მისი გუნდის ყოფილი ნახევარმცველი (1991-2001), შემდეგ კი ამავე კლუბის მენეჯერი (2019-2020), ხორვატი ზვონიმირ ბობანი დაეხმარა. ის 2016-2019 წლებში ფიფას გენერალური მდივნის მოადგილე იყო, ხოლო 2021 წლის აპრილიდან უეფას დირექტორია.

ბობანს daily milan-ი გამოექომაგა და ბრალდებას სულელური უწოდა:

"დაეხმარა თუ არა ბობანი "მილანს" ჩემპიონთა ლიგაზე? ნეაპოლელთა ახალი
(აბსურდული) ჰიპოთეზა.

"მილანმა" "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგიდან ბობანის დახმარებით გამოაგდო - ნეაპოლელთა ახალი აბსურდული თეორია...

ნეაპოლელთა უცნაური და სულელური თეორია ამჟამად ინტერნეტში ვრცელდება. მათი აზრით, "აძური" "მილანმა" ბობანის დახმარებით გამოაგდო.

"როსონერის" ყოფილი ფეხბურთელი 2021 წლიდან უეფას ახალი საფეხბურთო ხელმძღვანელია. აქედან მომდინარეობს შეთქმულების თეორია: ის დაეხმარა პიოლის გუნდს "ნაპოლის" წინააღმდეგ...

იმის იგნორირება თუ ვერშემჩნევაა, რომ თერთმეტმეტრიანი ნეაპოლელებსაც დაუნიშნეს, რომელიც კვარაცხელიამ ვერ გამოიყენა".

მკითხველის კომენტარები / 17 /
ნაპოლისთან ჩატარებულ თამაშებზე არაფერს ვიტყვი. ყველამ ვუყურეთ და შეგნებულად, თუ შემთხვევით, მსაჯები მილანის სასარგებლოდ ცდებოდნენ.
მაგრამ მილანი რომ უცხოდ არაა ,,ჩაწყობასთან" ფაქტია.
მახსოვს, კალაძეც იყო იმ თამაშში. მილანში, მგონი, პარმას ეთამაშებოდნენ. პირველ ტაიმში, ორი, თუ სამი ავტოგოლი გაიტანეს მილანის ფეხბურთელებმა.
სასაცილო იყო პირველი ტაიმის სტატისტიკა:
პარმა: კარში დარტყმა 1
გატანილი გოლი 3 :))
კოლა
22:39 21-04-2023
5
წელს ლიგაც,უეფაც და კონფერენსიც იტალიაში წავა,მილანი მოიგებს თქვენ გასახარებლად,
ბათუმსკი
21:01 21-04-2023
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული