იურგენ კლოპი: ჩვენ უნდა გავსულიყავით ჩემპიონთა ლიგაზე

AutoSharing Option
"ლოვერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა "ჰოფენჰაიმის" 4:2-ზე დამარცხებით და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრით გამოწვეული სიხარული ვერ დამალა:

"სიტყვები არ მყოფნის, ეს შესანიშნავია. 14-თვიანი დაძაბული შრომის შედეგად მიზანს ვუწიეთ. ძალიან, ძალიან მინდა შევაქო ჩემი ფეხბურთელები. პირველი 30 წუთი იდეალურად ჩავატარეთ. შესვენებაზე ბიჭებს ვთხოვე დაევიწყებინათ, რომ 3:0-ს ვიგებდით.

მეტოქეს ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზია, თამაშისგან სიამოვნება მიიღო. დამსახურებულად გაიტანა 2 გოლი.

მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად გვთვლიდნენ, ჩვენ ასე არ მიგვაჩნდა. ფეხბურთელები ზეწოლას განიცდიდნენ, თუმცა გაუძლეს.

უნდა გავსულიყავით ჩემპიონთა ლიგაზე. გვიხ
არია. სულერთია როგორ ჯგუფში მოვხვდებით. არავინ არ ისურვებს ჩვენთან შეხვედრას. მოუთმენლად ველი კენჭისყრას.

კოუტინიოზე ვერაფერს ვერ გეტყვით".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი კლოპინიო!! ისე ერთი ძლიერი ცენტრალური თავდასხმელი დაგხატავდა!
0

სიახლეები პოპულარული