ფეხბურთი

ტრანსფერი

მანე ბუნდესლიგას უახლოვდება, გუნდებს შორის უკანასკნელი მოლაპარაკებები იმართება

AutoSharing Option
"ლივერპულის" ფორვარდი სადიო მანე "ბაიერნში" გადასვლასთან ახლოსაა.

სენეგალელი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერთან" 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

"ბაიერნი" და "ლივერპული" ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ. ბოლო ინფორმაციით, გერმანულმა გრანდმა 35 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა, რაც "წითლებისთვის" მისაღები უნდა იყოს.

შეგახსენებთ, მანემ ამ სეზონში 51 მატჩი გამართა, სადაც თავი 23 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით