ტრანსფერ-ONLINE: 22 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
13:20. "დორტმუნდმა" 150 მილიონი ევრო დააწესა უსმან დემბელეს ფასად. "ბარსა" 130 მილიონს იხდის, მაგრამ გერმანელები არ თანხმდებიან. "მარკა" წერს, რომ "ბარსელონას" ტრანსფერის გაფორმებამდე ვადა 27 აგვისტომდე აქვს.

13:35. "პორტუს" ფეხბურთელი რაფა სუარეში ჩემპიონშიფის ბინადარ "ფულჰემში" გადავიდა - ერთწლიანი იჯარით.

13:40. Tuttosport-ი წერს, რომ "იუვენტუსმა", შესაძლოა, "ბარსელონადან" ანდრე გომეში შეიძინოს. ახლა ტურინელები რომაელ კევინ სტროტმანზე ნადირობენ, მაგრამ სათადარიგო ვარიანტად პორტუგალიელი ჰყავთ.

13:47. დელე ალი აპირებს აგენტის შეცვლას, რათა მომავალ წელს დატოვოს "ტოტენჰემი". ამ ფეხბურთელით "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" არიან დაინტერესებულნი.

13:55.
"მარკა" წერს, რომ ლიონელ მესი შეგნებულად აჭიანურებს "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას. არგენტინელს აინტერესებს - როგორი სატრანსფერო პოლიტიკა ექნება მის კლუბს უახლოეს დღეებში.

14:06. ჰატემ ბენ არფა მზად არის "ნიცაში" დასაბრუნებლად, რადგან პსჟ-ში სათამაშო დრო აღარ აქვს.

14:17. "ჩელსი" ჩაება "ევერტონის" ნახევარმცველ როს ბარკლისთვის ბრძოლაში. მასზე ასევე ნადირობს "ტოტენჰემი", მაგრამ ინგლისის ჩემპიონი უფრო დიდ ხელფასს სთავაზობს.

14:25. სერჟ ორიე შეავსებს ლონდონის "ტოტენჰემის" შემადგენლობას. კოტდივუარელი მცველი ლონდონელებს 25 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

14:31. "პარი სენ-ჟერმენი" "მონაკოსგან" შეიძენს არა მხოლოდ კილიან მბაპეს, არამედ ფაბიანოსაც. ჯამში, პარიზული კლუბი 220 მილიონ ევროს გადაიხდის.

14:36. მიშუ ბატშუაი არ აპირებს "ჩელსიდან" წასვლას, მაგრამ მას აკვირდებიან "ვესტ ჰემი" და "ლილი".

14:38. "მილანმა" ოფიციალურად დაადასტურა ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერი. კლუბის გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ განაცხადა, რომ ამით "მილანმა" დაასრულა სატრანსფერო კამპანია.

14:44. ზორან ტოშიჩი ჯერ ისევ უკონტრაქტოდაა და, შესაძლოა, "ჰამბურგთან" გააფორმოს კონტრაქტი.

15:14. "მანჩესტერ სიტის" სურს, 22 მილიონი ევრო გადაუხადოს "ვესტ ბრომვიჩს" მცველ ჯონი ევანსში, მაგრამ ტონი პულისი არ უშვებს.

15:16. "სიტიში" გადასვლის კიდევ ერთი კანდიდატია "მიდლსბროს" მცველი ბენ გიბსონი. მასშიც 22 მილიონს იხდიან.

15:18. "აიაქსი" 7.5 მილიონ ევროს გადაიხდის ვენის "რაპიდის" მცველ მაქსიმილიან ვებერში. კლუბებმა თითქმის მოილაპარაკეს.

15:21. დუგლას პერეირა "ბარსელონას" დატოვებს. ფეხბურთელზე პრეტენზიას "ბენფიკა" აცხადებს.

15:23. "არსენალის" 18 წლის ფეხბურთელ მარკუს მაგუეინზე ოთხი ტოპ-გუნდი აცხადებს პრეტენზიას - "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", "იუვენტუსი" და "ნაპოლი".

15:26. შტეფან ლიხტშტაინერი თითქოს კონტრაქტზე შეუთანხმდა "ნიცას", მაგრამ დაიწერა, რომ შვეიცარიელი აღარ დატოვებს "იუვენტუსს".

15:37. "ვოლფსბურგმა" ერთწლიანი იჯარა გააფორმა "ინგოლშტადტის" მცველ მარსელ ტისერანდთან.

16:06. შემტევი ემილიანო რიგონი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა და მალე "ზენიტის" მეხუთე არგენტინელი გახდება.

16:13. გასულ უქმეებზე "შალკესა" და "ლაიპციგის" შეხვედრას "ბარსელონას" სკაუტები ესწრებოდნენ. ისინი აკვირდებოდნენ ლეონ გორეტცკასა და ნაბი კეიტას.

16:17. სტევან იოვეტიჩი, შესაძლოა, ისევ დაბრუნდეს ინგლისში. მონტენეგროელს უწინასწარმეტყველებენ "ინტერიდან" "ბრაიტონში" გადასვლას.

16:33. ფილიპე კოუტინიო მზად არის, შეურიგდეს "ლივერპულს" "ბარსელონასთან" ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ.

16:36. დენი როუზი, მოულოდნელად, წაეჩხუბა მაურისიო პოჩეტინოს და აწარმოებს მოლაპარაკებებს "ტოტენჰემის"დატოვებაზე. ESPN-ის ინფორმაციით, როუზზე პრეტენდენტად "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიაზრება.

16:43. "ნიუკასლი" მიუახლოვდა "სამპდორიას" ნახევარმცველ დენის პრატის შეძენას.

16:46. ვირჯილ ვან დეიკი რატომღაც "საუთჰემპტონის" ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

16:52. "არსენალი" იმედოვნებს, რომ შეძლებს "მონაკოდან" ტომ ლემარის შეძენას. საფრანგეთის ჩემპიონის პოზიცია უცნობია.

17:11. გჟეგოჟ კრიხოვიაკი დატოვებს "პარი სენ-ჟერმენს", მაგრამ დარჩება საფრანგეთში. "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ დაადასტურა, რომ მისი კლუბია დაინტერესებული პოლონელი საყრდენით.

17:20. "არსენალის" სათადარიგო ფორვარდი ლუკას პერესი ლონდონიდან გაქცევას აპირებს. Le Figaro ასახელებს შვიდ კანდიდატს: "დეპორტივო", "ნიუკასლი", "ევერტონი", "ლევერკუზენი", "ვალენსია", "ლევანტე" და "გალათასარაი".

17:38. "ბარსელონას" კონცენტრაცია გადააქვს ანხელ დი მარიაზე. Marca აზუსტებს, რომ ნეიმარისგან მიღებულ მილიონებს არგენტინელსა და ჟან-მიკაელ სერიზე დახარჯავენ.

17:41. კოლუმბიელი მცველი სანტიაგო არიასი "ეინდჰოვენიდან" "სუონსიში" გადადის. ამას ამტკიცებს BBC.

17:43. მოსკოვის "ლოკომოტივი" მზად არის, შეიძინოს ედერი - ფეხბურთელი, რომელმაც ევრო 2016-ზე ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა.

17:50. დევინსონ სანჩესი სამედიცინო შემოწმებას გადის "ტოტენჰემისთვის". "აიაქსის" აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელში ლონდონელებმა 45 მილიონი ევრო გადაიხადეს.

17:53. "ინტერის" ფორვარდი გაბრიელ ბარბოზა დატოვებს იტალიას და შეუერთდება "მალაგას".

17:57. მბაიე ნიანგი, რომელზეც დიდი ხანია "სპარტაკი" ნადირობს, "ტორინოს" სამიზნე გახდა.

18:10. ახალი ამბები ჟან-მიკაელ სერისა და "ბარსელონაზე". RAI-1 იტყობინება, რომ კოტდივუარელი უკვე კატალონიაშია და "ბარსასთან" კონტრაქტის პირობებს ათანხმებს. მხარეები ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

18:17. ზინედინ ზიდანს სურს, რომ "რეალში" ცენტრალური მცველი და ცენტრფორვარდი შეიძინონ, რათა ვარანსა და ბენზემას დამატებით შემცვლელები ჰყავდეთ.

18:20. Sky Sports-ში დარწმუნებულნი არიან, რომ "ტოტენჰემი" ინტერესდება "ესტუდიანტესის" 19 წლის მცველ ხუან ფოიტით. ირკვევა, რომ ამ კვირას ფოიტმა გამოტოვა სუდამერიკანას თასის მატჩი.

18:27. კალინიჩს "მილანში" მეშვიდე ნომერი მისცეს.

18:29. ფორვარდი ფედერიკო ბონაცოლი იჯარით "სამპდორიადან" სპალ-ში გადავიდა.

18:37. "მარსელს" სურს გადაიბიროს "ველოდრომზე" "სელტას" ფორვარდი კლოდიო ბოვიუ. ესპანური კლუბის ახალ მწვრთნელს არ აქვს ფეხბურთელის იმედი.

19:02. "რომა" ახლოს არის "სამპდორიადან" პატრიკ შიკის შეძენასთან.

19:11. მატეო კოვაჩიჩი "ლივერპულში" გადავა. "რეალის" ცენტრალური ნახევარმცველი სიტყვიერად მოელაპარაკა ინგლისურ კლუბს.

19:26. დიაფრა სახო ვერ უძლებს "ვესტ ჰემში" კონკურენციას და კლუბის დატოვებას აპირებს. სენეგალელზე პრეტენდენტები არიან "ბორდო" და "ლაციო".

19:27. ჟოაუ კანსელო ოფიციალურად გადავიდა "ინტერში".

19:40. Daily Mirror-მა დაწერა, რომ "ჩელსის" "ლესტერიდან" არა მხოლოდ დრინკოუტერი, არამედ ჯეიმი ვარდიც სურს.

19:43. "პარი სენ-ჟერმენს" იჯარით "რეალის" ნახევარცველ მარკოს ლორენტეს აყვანა უნდა. პარიზელები ესპანელით შეცვლიან ტიაგო მოტასა და გჟეგოჟ კრიხოვიაკს.

19:52. "ესტუდიანტესის" 20 წლის საყრდენი სანტიაგო ასკაკიბარი "შტუტგარტის" ფეხბურთელი გახდა.

20:16. თურქულმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ ემრე მორი "დორტმუნდიდან" "მილანში" გადავა. ამ ინფორმაციის წყაროა - ფეხბურთელის ორი ყოფილი აგენტი.

20:24. პეპე რეინა, შესაძლოა, "ნაპოლიდან" წავიდეს. ესპანელი მეკარე და კლუბის ხელმძღვანელობა ვერ ახერხებენ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას.

20:28. ლუსიანო ვიეტო "ატლეტიკოდან" "მონაკოში" კილიან მბაპეს შეცვლის.

20:33. Daily Mirror-მა დაწერა, რომ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა უარყო "არსენალის" წინადადება კონტრაქტის გაგრძელებაზე. ამ ფეხბურთელის შეძენა "ჩელსის" სურს.

20:42. მექსიკის ნაკრების ფორვარდი რაულ ხიმენესი, შესაძლოა, "დააწინაურონ". ფეხბურთელით დაინტერესებულნი არიან "ევერტონი" და "მონაკო", მაგრამ ფასი მაღალია - 50 მილიონი ევრო.

20:46. "სევილიას" პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ განაცხადა, რომ მისი კლუბი დაინტერესებულია სტევან იოვეტიჩის შეძენით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული