"მიმიფურთხებია ასეთ მოქცევაზე! ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არ აქვს" - "გონიოს" დამფუძნებელი სკანდალურ პოსტს ავრცელებს

AutoSharing Option
ეროვნული მე-4 ლიგის ბინადარი "გონიო" საქართველოს თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ქედის "ბეთლემთან" 0:1 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

კლუბის დამფუძნებელი დავით დოლიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და სფფ-ს პოლიტიკურ ფედერაციას უწოდებს.

მისი თქმით, შეხვედრას გამოუცდელი მსაჯები ემსახურებოდნენ, რომლებიც მიკერძოებული იყვნენ და ამის წყალობით მარცხი იწვნიეს.

"პირველ რიგში, ქედის "ბეთლემს" ვუსურვებ წარმატებას ყიფიანის თასზე. არ მინდა, რამე ცუდი ვთქვა, მაგრამ მიმიფურთხებია ასეთ ცუდ მოქცევაზე.

ეს ფეხბურთი არაა. ეს პოლიტიკური ფეხბურთის ფედერაციაა. ერთი უბრალო, ფეხბურთზე შეყვარებული კაცი ვარ. ასეთი მიდგომით თქვენ კლავთ ქართულ
ფეხბურთს.  არასწორები ხართ. მიმიფურთხებია ქართულ ფეხბურთზე, ამის შემდეგ მუღამიც არა მაქვს, რომ გავაგრძელო ჩემპიონატი.
წინა მატჩი, იგივე კომისარი და დაყვითლებული გონიო.

თასის მატჩი, იგივე კომისარი და გამოუცდელი მსაჯები, შეგნებულად აწეული ოფსაიდები და დახატული ფეხბურთი, მიუხედავად მსაჯებიანა, ვეთამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, რქებით, მთავრობით და პოლიტიკური ფედერაციით დაგვამარცხეთ.

არა უშავს, უფრო ვძლიერდები თქვენი ასეთი მიდგომით და უფრო ძლიერ გუნდს გავაკეთებ, რომ მსაჯებიანა მოვიგო თამაშები.

მოედანს არ გვაძლევთ. დამთავრდა ჩემპიონატი ევროპის, მაინც არ მოგვეცით, ორი წელია ზღაპრების მოსმენით დავიღალე. აგერ, კიდევ მიზეზი იმის, რომ უნდა მიგვეცა და ნახე, რა დაგვიწერაო. ესეც გამოიყენეთ მიზეზებში, არაა პრობლემა.

ერთი ადამიანი ყველას წინააღმდეგ, ეს ვარ მე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation თქვენი ბრალია ყველაფერი. გთხოვეთ, რომ პრინციპული თამაშია და გამოცდილი მსაჯები გამოგეშვათ.

ვისაც კიდევ ჩემი პირადი ინტერესი აქვს, ყველა იმ ადამიანს მო…ნ ყველა და ყველაფერი. ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არა აქვს. წერტილი.", - წერს დოლიძე.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ფედერაციამ რატომ უნდა მოგცეს სტადიონი? შენ უნდა მიხედო შენს ბიზნესს. ასეთი აზროვნებით რომ ხართ გუნდის ხელმძღვანელები ზუსტად იმიტომ ვერ ვითარდება ქართული ფეხბურთი. ან შენი პირადი ინტერესი ვის აქვს, ან გონიო რა გუნდია ვინმეს რომ მისი სპეციალურად ჩაძირვა უნდოდეს?! კაი რა კაცურად!
კოტე
12:09 25-07-2023
2
მგონი არ არის ფეხბურთი შენი საქმე და სხვა რამეს მიხედე. პოლიტიკური კი არა პირდაპირ რუსული ფედერაცია უნდა იძახო. რა რეზონანსი მიეცი, ან გონიო რა კლუბია, ან ბეთლემი, ან ეს მე-4 ლიგა რაღაა როცა უმაღლესის დონეა ლამის სამოყვარულო. თურმე მოედანი არ მისცეს - იქირავე, ინფრასტრუქტურა მოაწყვე და ... ფეხბურთში მხოლოდ პირადი სარგებლისთვის მოდიხართ ყველა და ფეხბურთის სიყვარულს და მითუმეტეს უანგარობას ნუ იბრალებთ - არც არავინ გთხოვთ. ფეხბურთი ბიზნესია და ეს ბიზნესი არ იცით არავინ საქართველოში. და წაგებას თუნდაც შენი აზრით მიკერძოებული მსაჯობის გამო, ღირსეული მიღება და ღირსეული პროტესტი ჭირდება და არა მიმიფურთხებიას ძახილი. ასე ერთი წაგების გამო ვერ გახდებოდი მასეთი დამოკიდებულების და თუ "მისაფურთხებელი" იყო, რატომ შეხვედი მაგ სფეროში? და ნუ მიეცით რა ამხელა რეზონანსი არარსებული ლიგის არარსებული კლუბის წაგებას, თავის მსგავს არარსებულ კლუბთან.
3

სიახლეები პოპულარული