WU16 | სან-მარინო 4:7 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი გამართა.

16 აპრილს სალომე ხუბულურის გუნდი ტურნირის მასპინძელ სან-მარინოს ასაკობრივ ნაკრებს შეხვდა. უხვგოლიანი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 7:4 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების რიგებში ოთხი გოლი ანანო წიქარიძემ გაიტანა. თითო გოლი სოფო ბერულავას, სოფი ხელაშვილის და ანასტასია ბუჩუკურის ანგარიშზეა.

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 18 აპრილს, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

nakrebi.ge