"სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა" - კახა კალაძემ დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მცველმა კახა კალაძემ Secelo XIX-თან ინტერვიუში დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ყველაზე მეტად თამაში ალესანდრო დელ პიეროსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ უჭირდა.

ყველაზე რთული მეტოქე? დელ პიერო, ერთ ადგილას არასდროს ჩერდებოდა, მუდამ მოძრაობდა და არც მცველის მოტყუებას ერიდებოდა. თუმცა რამდენიმე წელიწადში სერია A-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან შემაწუხებელი იყო.

სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებდა", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, კახა კალაძე "მილანში" 2001/2010 წლებში ასპარეზობდა, სადაც სერია A-ს, კოპა იტალიას, იტალიის სუპერთასის,
უეფას ჩემპიონთა ლიგის (2-ჯერ, 2003, 2007 წლებში), უეფას სუპერთასის (2-ჯერ, 2003, 2007 წლებში) და ფიფას საკლუბო თასის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ჯენოას" შეუერთდა და 2012 წელს კარიერა სწორედ გენუელთა რიგებში დაასრულა.

alt"ფეხბურთი ამიტომაა საინტერესო თამაში" - კალაძე ხვიჩას დანაკლისს გამოეხმაურა

alt"კალაძეს, როგორც ფეხბურთელს და ადამიანს, დიდ პატივს ვცემ; საზონოვზე გეტყვით, რომ..." - არიედო ბრაიდა ქართულ-იტალიურ ტრანსფერებზე

altკალაძე, კობიაშვილი და სხვა - უკრაინელებმა საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინეს

ასევე დაგაინტერესებთ