"ტრავმის გამო ამ საოცარ სპორტთან გამომშვიდობება მიწევს" - ლევან მჭედლიძემ კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ 32 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია ლევანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ საოცარ სპორტთან მიწევს გამომშვიდობება... ფიზიკური პრობლემების გამო.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა ამ დროის მანძილზე...

გამორჩეულად მადლობას ვუხდი "ემპოლის" კლუბს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში და გვერდში მედგა პირველივე დღიდან... საქართველოს ნაკრების მაისურით ნათამაშები ყოველი თამაში გამორჩეული და საამაყო იყო ჩემთვის!

მიეცით ყველაფერი ამ სპორტს, ახალგაზრდებო, რომ რაც
შეიძლება დიდხანს ითამაშოთ და ისიამოვნოთ ამ დაუვიწყარი გრძნობებით", - წერს მჭედლიძე საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე".

ლევან მჭედლიძემ საფეხბურთო კარიერა გორის "დილაში" დაიწყო, სხვადასხვა დროს კი "ემპოლის", "პალერმოს", თბილისის "დინამოს", ბათუმის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას იცავდა; საქართველოს ნაკრების მაისური 31-ჯერ მოირგო, თავი კი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.

altლევან მჭედლიძე შესაძლოა, "ემპოლიში" დაბრუნდეს

altლევან მჭედლიძე: რამდენსაც ეს წაგება გაგიხარდათ, თქვენი... [PHOTO]

altლევან მჭედლიძე "კალიარის" სპორტულ დირექტორს: დაგპირდი, დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი, ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ ძალიან მიდრეკილი იყო ტრავმებისაკენ და პოტენციალის სრული გამოყენება კი არა,ფეხბურთის თამაშის წყურვილიც კი ვერ დაიკმაყოფილა ბოლომდე.რამდენი ხანი ცდილობდა ფეხბურთში სრულფასოვან დაბრუნებას...და ამიტომ არა მგონია,მოზრდილ ასაკშიც აგდებულად მოჰპყრობოდა სპორტულ რეჟიმს,ყმაწვილობაში კი,ამისგან არავინაა დაზღვეული.იმედი მაქვს,ისევ ფეხბურთში დარჩება ლევანი და რაც თვითონ შეეშალა,აღსაზრდელებს აარიდებს,ამ შეცდომებს.ასეა თუ ისე,სადაც წავა,საქმიანობის რომელ სფეროში,ყველგან დიდ წარმატებებს ვუსურვებ,ლევან მჭედლიძეს.
სოსო
18:45 06-11-2023
0
საკუთარ თავზე რომ უკეთ გემუშავა, გაცილებით წარმატებული იქნებოდი, მაგრამ, როგორც დაწერილია: “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო”!
ლაშა
13:37 06-11-2023
7

სიახლეები პოპულარული