რა გველის ნოემბერში - რეაბილიტაციის შანსი ესპანეთთან, კვარაცხელია კვლავ "რეალის" წინააღმდეგ და ჩემპიონობის ბათუმური შანსები...

AutoSharing Option
ნოემბერი, საფეხბურთო თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ზამთრის შესვენებები დაიწყება, სანაკრებო მატჩებს კი, საერთოდ, მარტამდე ვეღარ ვნახავთ. ქართველი გულშემატკივრებისთვის არაერთი საინტერესო შეხვედრა ჩატარდება.

ნაკრები

ვილი სანიოლის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი შესარჩევი ეტაპიდან აღარ აქვს, დარჩენილი 2 მატჩი კი მარტისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს, როცა კონტინენტის პირველობაზე გასვლა "ერთა ლიგიდან" ბოძებული პლეი-ოფიდან შეგვიძლია. ამავდროულად, ესპანეთის ნაკრებთან სექტემბერში განცდილი კატასტროფის (1:7) ერთგვარი რეაბილიტაცია გვჭირდება. შოტლანდიელები თბილისში არაერთხელ გაგვიმწარებია და დიდ ფორუმებს მიღმა დაგვიტოვებია, ამჯერად კი ამას ვერ შევძლებთ, მათ ფინალური ტურნირი
გაინაღდეს. ყველა შემთხვევაში, გამარჯვება ახლა ძალიან კარგ ხასიათზე მოგვიყვანს.

16.11. 21:00 სთ - საქართველო - შოტლანდია;

19.11. 23:45 სთ - ესპანეთი - საქართველო.


საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და 16 ნოემბერს (თბილისის დროით 16 საათზე) ჩრდ. მაკედონიას ესტუმრება. ამით რამაზ სვანაძის გუნდი 2023 წელს დაასრულებს. ჯგუფს 12 ქულით ნიდერლანდელები ლიდერობენ.

ეროვნული ლიგა

ნოემბერში ეროვნული ლიგა, ფაქტობრივად, სრულდება (დეკემბერში 1 ტური რჩება). გასაგებია ჩვენი დონე, ევროტურნირებზე წარუმატებლობა და ა.შ. მაგრამ პირველობის ფინიში საინტერესო იქნება. ლიდერი 67 ქულით ბათუმის "დინამოა" და თბილისის "დინამო" მას 9 ქულით ჩამორჩება. 5 ტურში ეს სერიოზული უპირატესობაა. ამ ეტაპზე, ქუთაისის "ტორპედოს" სამეულში შესვლის სხვაზე მეტი შანსი აქვს. რაც შეეხება ქვეყნის თასს, აქ მამუკა ჯუღელის მიერ შეძენილი, პირველ ლიგაში მოთამაშე ფოთის "კოლხეთი" ნახევარფინალშია და საინტერესოა, როგორ გააგრძელებენ.

Sportall.Ge

"ნაპოლი"

საიდუმლო არავისთვისაა, რომ "ნაპოლის" თამაშებს განსაკუთრებით ველით და სანაკრებო პაუზის მიუხედავად, ნოემბერი ამ მხრივაც დატვირთულია. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ჩემპიონატში 4 ნოემბერს (18:00 სთ) "სალერნიტანას" ეწვევა, 12-ში "ემპოლის" (15:30) უმასპინძლებს, 25 ნოემბერს (21:00 სთ) კი "ატალანტას" ესტუმრება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ჯერ საშინაო მატჩია - 8 ნოემბერს "უნიონთან", 30 ნოემბერს კი სტუმრობა მადრიდის "რეალთან".

Sportall.Ge

ყურადღებით დავაკვირდებით, ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაუტაძეს დროს რამდენად მისცემს - "აიაქსი" გავარდნის პირასაა. "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის ასეთივე დამაჯერებელი თამაშის იმედი გვაქვს. ქართველ ფეხბურთელებს ყველგან საინტერესო და დაძაბული მატჩები ელით - იტალიის სერია "ა"-სა და "ბ"-ში, ინგლისის ჩემპიონშიპსა თუ საფრანგეთის ლიგა 2-ში...

altხვიჩა და საქართველო სხვა მასშტაბზე, წარსულის შესრუტვა, ოჯახის როლი და "ოქროს ბურთი", როგორც მიზანი...

altვის შეხვდება საქართველოს ნაკრები ევროპირველობის გზაზე - მეტოქეები შეიცვალა, ბერძნებს კვარაცხელიას გოლი ისევ ახსოვთ...

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩვენიო და აგია ჩვენიი?
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
16:32 02-11-2023
1
ნინიაშვილი ფეხბურთის ნაკრებსაც გამოადგებოდა. ეს ვიდეო ნახეთ
https://youtu.be/97akFQRkcC0?si=X9tTaEfkfl0Gqe5e
ქ. გ.
15:19 02-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული