მინი-ფეხბურთი. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონიც დაამარცხა

AutoSharing Option
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ორი გამარჯვება მოიპოვა.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გვატემალას 6:0 სძლია, დღეს კი მსოფლიოს ჩემპიონი მექსიკა 2:1 დაამარცხა და 6 ქულით ლიდერია.

30 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ირლანდიას შეხვდება. ჯგუფიდან პლეი-ოფში ორი გუნდი გადის.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრწყინვალე, სასახელო ბიჭებია, წარმატებები და მადლობა მათ.
გიზოგ
12:35 30-10-2023
0
ე, გულიანი თამაში!
გენაცვალეთ!...
ლაშა
23:54 29-10-2023
0

სიახლეები პოპულარული