"მის შეჩერებას სწორედ ასე ვეცდებით" - რა თქვა ნორვეგიის ნაკრების მცველმა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ხვალ, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველო ნორვეგიას ესტუმრება.

ნორვეგიის ნაკრებისა და "დორტმუნდის" მცველმა იულიან რიერსონმა ადგილობრივ მედიასთან მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა თავი კოლექტიურად დაიცვას.

"თამაშამდე მცირე ტრავმა მივიღე, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოვასწრებ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, მიმაჩნია, რომ საკმაოდ ძლიერები არიან. თუ მატჩში მონაწილეობ
ის მიღებას მოვახერხებ, ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა მომიწევს. ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა. ხვიჩას "კვარადონა" შეარქვეს, რაც ჩემს სიტყვებს ადასტურებს. მნიშვნელოვანია, რომ მის წინააღმდეგ თავი კოლექტიურად დავიცვათ, მეტოქის ძლიერ ინდივიდუალისტ ფეხბურთელებს სწორედ ასე შევაჩერებთ", - განაცხადა რიერსონმა.

altსაქართველოს ნაკრები ოსლოში ჩავიდა

altgoal.com: კვარაცხელიასთვის ნორვეგია პირველი შანსია და შემდეგ კი არ შეყოვნდება, არამედ გაფრინდება

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 19 /
იცით რაარის აი ამ დათარსვას და ღვარძლიან ხალხს რომ შევეშვათ მაინც აჭრილოა რა ხვიჩა რა ჭირს ვერ ვგებულობ.ის მოტივაცია და ჟილკა აღარ აქვს და ეს გუნდზეც და ნაკრებზეც აისახება
შახრუდინი
22:41 11-09-2023
3
გულწრფელად მაინტერესებს. მართლა არ მესმის და გთხოვთ, რომ გამარკვიოთ. აი, ვინც ნიშნის მოგებით წერთ კომენტარებს და საკუთარი თანამემამულის დაკნინებას ცდილობთ, რა გემატებათ ამით?
ვერაფრით ამიხსნია ეს ფენომენი.
არ ვფიქრობ, რომ ცუდი ადამიანები ხართ. უბრალოდ, მართლა მინდა გავერკვე თქვენს მოტივაციაში.
მიშა
21:58 11-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული