ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება

AutoSharing Option
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებულ საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის ''გურიას" 100%-იანი წილი იყიდება. პირობიან აუქციონზე კლუბის გასაყიდი საწყისი თანხა 34 000 ლარს შეადგენს.

მყიდველმა ხელი უნდა შეუწყოს ფეხბურთის პოპულარიზაციას და განვითარებას, რაც გამოიხატება ახალგაზრდული გუნდების, ჯგუფების, კლუბების და მომსახურე პერსონალის განვითარებასა და დაფინანსებაში.

მყიდველმა ასევე კლუბში უნდა უზრუნველყოს 3 წლის განმავლობაში ყოველწლიურად არანაკლებ 700 000 ლარის ოდენობით ინვესტირება.

თანხების არაუმეტეს 60%-მდე უნდა გაიხარჯოს კლუბის თანამშრომლების, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებისა და ბონუსებისათვის, არანაკლებ 20% უნდა გაიხარჯოს ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის.

აუქციონი საიტ eauction.ge-ზე 22
ივლისის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ისტორიული საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია'' ამ დროისთვის საქართველოს ლიგა 3-ის გათამაშებაში 21 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.

წყარო: აჭარის ტელევიზია
ასევე დაგაინტერესებთ