ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა

AutoSharing Option
"რუბინის" ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ყაზანური გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის "დინამოში" გადასვლაზე Metaratings.ru-სთან ისაუბრა:

"ვფიქრობ, მისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. ჯერ ერთი, დიდი ხანია სურდა დიდ ევროპულ გუნდში გადასვლა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მეორე - მას, ისევე, როგორც ნებისმიერ ქართველს, აშინებს, რაც ახლა უკრაინაში ხდება. საქართველოში ზაფხულამდე ფორმას დაიბრუნებს და ახალი ვარიანტების ძებნას დაიწყებს. ამჟამად "რუბინში" ძალიან ცუდი სიტუაციაა. ალბათ, მას მიმდინარე პირობებში თამაშის მოტივაცია არ ჰქონდა.

ფსიქოლოგიურად ის, დიდი ალბათობით, თავს ცუდად გრძნობს, სახლთან სიახლოვე კი ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში
უნდა დაეხმაროს. საქართველოში დუმილის გამო აკრიტიკებდნენ და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ გრძნობდა უკანასკნელ ხანს რუსეთში თავს ცუდად. ამ ვითარებაზე ბევრი ქართველი გამოთქვამდა მოსაზრებას, ამიტომ ხვიჩას აკრიტიკებდნენ. ისიც ყველაფერს კითხულობს. სავარაუდოდ, ამ მიზეზითაც გადაწყვიტა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნება იქნებოდა. შემდეგ ღმერთმა ინებოს და დიდ კლუბში გადასვლას შეძლებს. ხვიჩას მაღალი პოტენციალი გააჩნია, მისი ტალანტის შესახებ ყველამ იცის".

ასევე დაგაინტერესებთ