"პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება" - ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგია

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმის ჩამოყალიბებას იწყებს, რომელიც 4-წლიან პერიოდზე იქნება გათვლილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უეფა "გროუს" წარმომადგენლები იმყოფებიან.

ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიის განვითარებაა. პირველი ვიზიტის ფარგლებში, უეფას ექსპერტებთან ერთად ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის, ნაკრები გუნდების, ეროვნული ჩემპიონატის, ქალთა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, მასობრიობის ზრდა, საფეხბურთო განათლება, ინფრასტრუქტურა და სხვა.

სამუშაო პროცესში მონაწილეობენ სფფ-ის ხელმძღვანელები და პარტნიორი ორგანიზაციები.

ევროპული
ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ დანიელ ფლეჩერი, უეფა „გროუს“ მენტორი ოლექს კუჩერევი, უეფა „გროუს“ სტრატეგიული განვითარების ექსპერტი და ექსპერტები იური სვირიდოვი, შეინ ჯონსი და გრით ბონინგი.

ფედერაციებს შორის გამოცდილების გაცვლის პროექტის ფარგლებში, შეხვედრაში მონაწილეობას ასევე იღებს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი მაჩე სავიცკი, რომელიც უეფასთან ერთად პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული გეგმის სამუშაო გუნდს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი სტრატეგიული გეგმა, უეფას ხელშეწყობით, 2016 წელს ჩამოყალიბდა; 2019 წელს კი ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი ხედვა „მომავლის 11“ წარუდგინა.

სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და განვითარების პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც უეფას ექსპერტები, ისე სფფ-ის პარტნიორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

GFF

მკითხველის კომენტარები / 3 /
ანდაზა: ჭირი იქა ლხინი აქა . ზღაპრები ამ მეზღაპრეებისგან. ახლა შეგიძლიათ დაიძინოთ
ასეა ეს
00:27 08-12-2021
1
ვააა რა მაგრები არიან... გაათკეცებული ძალით აგრძელებენ ერთი ადგილის ტკეპნას როგორც მივხვდი ხომ ?
ნიმბუსი
19:24 06-12-2021
6

სიახლეები პოპულარული