ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგიდან გავარდნილი ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ფეხბურთელებმა, მეკარემ ანატოლი ტიმოფეევმა და თავდამსხმელმა იაროსლავ კვასოვმა დატოვეს.

ტომოფეევი ზღვისპირულ გუნდში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, ხოლო კვასოვი გასული წლის იანვარში. ისინი თავისუფალი აგენტები გახდნენ.

გუნდი ასევე თეიმურაზ შონიამ, ოთარ მარცვალაძემ, დავით კვირკველიამ და ანზორ სუხიაშვილმა დატოვეს.