თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვიაჩესლავ გროზნი, რომელიც საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ამ წლის თებერვალში მოულოდნელად დაემშვიდობა, ახლახან ყაზახეთში დასაქმდა. 61 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა პავლოდარის "ირტიშის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ გროზნი "დინამოში" 2016 წლის ოქტომბერში მოვიდა, მაგრამ სამწლიანი კონტრაქტის მიუხედავად, კლუბი რამდენიმე თვეში დატოვა, რის მიზეზადაც ოჯახური პრობლემები და სამშობლოში დაბრუნების სურვილი დაასახელა.

"ირტიში" სერიოზული პროექტია დიდი ამბიციებით. ჩვენ შევეცდებით, ისე ვიმუშაოთ, რომ სტადიონზე მოსული ქომაგი სიამოვნებას იღებდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული ქულების
რაოდენობა შესაბამისობაში იყოს თამაშის ხარისხთან. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა ევროთასებზე მოხვედრაა", - თქვა ვიაჩესლავ გროზნიმ პრეზენტაციაზე.

ვიაჩესლავ გროზნის სხვადასხვა დროს უკრაინის, რუსეთისა და ბულგარეთის კლუბებში უმუშავია. ყაზახეთში კი ის "ტობოლს" წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული