"სამტრედია" UEFA-სგან ნახევარ მილიონ ევროზე მეტს მიიღებს

AutoSharing Option
დღეს UEFA-მ 2017/18 წლების ევროტურნირების საპრიზო ფონდი გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" 260 ათას ევროს მიიღებს.

UEFA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის გუნდები 12.7 მილიონ ევროს მიიღებენ. მაქსიმალური თანხა კი, რაც შეიძლება კლუბმა გამოიმუშავოს, 57.2 მილიონი ევროა.

ევროპული გრანდები თავიანთ თავს მიხედავენ, ჩვენ კი ჩვენი კლუბები მოვიკითხოთ. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ UEFA-ში შემავალი ქვეყნების ის ჩემპიონები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ, დამატებით 260 ათას ევროს მიიღებენ. ამას ემატება 320 ათასი ევრო,
რომელიც "სამტრედიამ" ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის მიიღო. საერთო ჯამში, საქართველოს ჩემპიონი 580 ათას ევროს მიიღებს, რაც მცირე თანხა ნამდვილად არაა.

შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო.  საქართველოს ჩემპიონმა აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" ორივე თამაში წააგო - სტუმრად 0:5 და შინ 0:1.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
სისულელების წერას ტავი დაანებეთ 3 წელია ბიჭენი გლადიატორებივით, თავს იკლავენშემოსავალი ეკუზტვნიტ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს სხვას არავის არაფრი ჩაუდია. მათ იმუშავეს და გამოიმუშავეს უეფას წესების მიხედვით. არავის უჩუქებია!
სანდრო
13:59 19-08-2017
0
ეგ რა თანხაა? კალაძეს მიეცა, თუმცა იგი ვის რას მისცემს
2

სიახლეები პოპულარული