U21. საქართველოს ნაკრები პოლონეთს გორში უმასპინძლებს

AutoSharing Option
1-ელ სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს. პირველ ტურში ჩვენი 21-წლამდელები პოლონეთს უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის გარდა, საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კონკურენტები დანია, ფინეთი, ლიტვა და ფარერები იქნებიან.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 სთ-ზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ