"19-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრს ევროპის წამყვანი ქვეყნების კლუბები იწვევენ"

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა. ამასთან, ყიფიანმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურს გადასცემს.

როგორც გიორგი ყიფიანისგან შევიტყვეთ, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს ევროპის წამყვანი ქვეყნის კლუბებიდან შემოთავაზება მოუვიდა.

მკითხველი:
- მოგესალმებით. ხართ თუ არა საქმის კურსში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ თქვენი გუნდის რამდენ ფეხბურთელს მოუვიდა შემოთავაზება ევროპული კლუბებიდან? ხომ არ იგეგმება რაიმე კარგი ტრანსფერი უახლოეს მომავალში?
- ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ რამდენიმე მატჩის
შემდეგ გამოჩნდა, რომ ევროპაში ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი კვლავ არსებობს. მოგეხსენებათ, ბოლო წლებში ჩვენი ფეხბურთელები სათამაშოდ, მეტწილად, უკრაინასა და რუსეთში მიდიოდნენ, ახლა კი რამდენიმეს ევროპის წამყვანი ქვეყნების კლუბები იწვევენ.

ვერ დავაკონკრეტებ, თუ რომელ ფეხბურთელს რომელი კლუბი იწვევს. ეს მათი პრეროგატივაა, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმეს კარგი ვარიანტი აქვს. ახლა ფეხბურთელმა და მისმა კლუბმა უნდა იფიქრონ ამ შემოთავაზებაზე და ერთად მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რა აჯობებს.

სრულ "ინტერნეტკონფერენციას" Sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საერთოდ არ მაინტერესებს ვის სად დანიშნავენ, მთავარია შედეგი იყოს!! kml შენიანებს ესაუბრე, ქართველები მხარს მაინც ქართველებს უჭერთ!!!
გიორგი
20:33 01-08-2017
0
ყიფიანს ისეთ პიარს უკეთებენ(საბურთალოელ ბავშვებთან ერთად),რომ ალბათ უნდათ ახალ U19 ნაკრებში მოაწყონ/თან მის "არნახულ" წარმატებებზე საუბრობენ/
0

სიახლეები პოპულარული