Tuttosport: "იუვე", შენ გახსოვს მიქაუტაძე? - მას შეუძლია "ნაპოლიში" გადავიდეს"

AutoSharing Option
"ტუტოსპორტმა" "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით - "იუვე", შენ ის გახსოვს?"

გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძით "იუვენტუსი" გასულ სეზონში იყო დაინტერესებული, თუმცა საქმე მოლაპარაკებებამდე არ მისულა; ახლა "აიაქსიდან" ფრანგულ გუნდში იჯარით გადასული 23 წლის ფორვარდი მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა, შეიძლება მისით დიდი კლუბები, მათ შორის, "იუვე" კვლავ დაინტერესდნენ და "მეცს" 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობა აქვს, რაც უფრო იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლიგა 1-ში ადგილს შეინარჩუნებს.

აღნიშნულია, რომ მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების წევრია, სადაც ხვიჩა კვარცხელიასთან ერთად თამაშობს; "ნაპოლი" ადრეც
აკვირდებოდა და არ არის გამორიცხული, ნეაპოლური კლუბის მომავალმა სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მანამ მის გადაბირებაზე იზრუნოს.

წერილს უმალ გამოეხმაურა calcionapoli24.

ქართველ ტალანტს "ნაპოლიში" ოსიმენის შეცვლის და კვარაცხელიასთან ერთად ასპარეზობის შანსი აქვს

"ნაპოლი" ოსიმენის შემცვლელს ეძებს - საქართველოდან მოულოდნელად შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი მოვიდეს!

ფორვარდი "აიაქსს" ეკუთვნის, თუმცა იჯარით "მეცის" ღირსებას იცავს და სეზონის მეორე ნახევარში თავისი შესაძლებლობები ფრანგულ კლუბში სრულად გამოავლინა.

მიქაუტაძე უამრავი ევროპული კლუბის სამიზნეა. Tuttosport-ის ცნობით, "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" სატრანსფერო სიაშია. თუ ზაფხულში "მეცი" 10 მილიონად ვერ გამოისყიდის, "აიაქსში" დაბრუნდება. ყველაფერი ფრანგული კლუბის ფინანსურ შესაძლებლობაზე იქნება დამოკიდებული. წელს მიქაუტაძემ 17 მატჩში 11 გოლი გაიტანა, რაც შუა სეზონში მოახერხა. სწორედ გიორგის დამსახურებაა, რომ თითქმის განწირულ "მეცს" ლიგა 1-ში დარჩენის შანსი გაუჩნდა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაშინ სიმეონეს რას უზავენ?. არ მგონია რომ მიქაუტაძე უკეთესი იქნება ნაპოლიში, სჯობია საფრანგეთის უკეთეს გუნდში იყოს.ლილი ,რენი, მარსელი.ვფიქრობ პსჟ-ს გარდა ყველგან გაქაჩავს
დავით 67
16:05 30-04-2024
1
რა იუვე რა ნაპოლი ….ორთავე ბარსაშიიი იმათაც ჭირდებათ თავდახსმელი…და კვარა ისედაც მიყავთ !!!
მდაა
13:47 30-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული