ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდის" უგოლო ფრე "პრესტონთან"

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის მე-40 ტურში "უოტფორდისა" და "პრესტონის" მატჩი 0:0 დასრულდა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც წინა შეხვედრა ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გამოჯანმრთელდა, 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, flashscore 6.4, whoscored 6.2.

"უოტფორდი" მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა.

„უოტფორდი“ 51 ქულით მე-14 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 10 აპრილს გასვლაზე „იფსვიჩთან“ ჩაატარებს.

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი“

უოტფორდი - პრესტონი 0:0

alt"უოტფორდი" ფრეს დასჯერდა - ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია

ასევე დაგაინტერესებთ