ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

The Times: "ნიუკასლის" მწვრთნელი ჰოუ გამაოგნებელი მამარდაშვილის ფანია და ტრანსფერის განსახორციელებლად მზადაა

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ვალენსიას" მეკარით, გიორგი მამარდაშვილით "ნიუკასლია" დაინტერესებული. დღეს ამ ინფორმაციას თვით The Times-ი ადასტურებს

გამოცემა წერს, რომ "ნიუკასლში" მეკარის პოზიცია მტკივნეული თემაა, ნიკ პოუპი ჯერ კიდევ ტრავმირებულია, მარტინ დუბრავკა პოუპის კლასის არ არის და მწვრთნელი ედი ჰოუ მზადაა პრობლემა ზაფხულში მოაგვაროს.

The Times-ის მტკიცებით, "კაჭკაჭების" თავკაცი მამარდაშვილის დიდი ფანია და ტრანსფერის განხორციელებითაა დაინტერესებული, რამეთუ ქართველი იდეალური ვარიანტია, 23 წლისაა და შეუძლია ათწლეულის მანძილზე ნიუკასლელთა კარის დარაჯი გახდეს. თუმცა, იაფი არ დაუჯდება - 85 მილიონი ფუნტი, როგორც ეს კონტრაქტშია ჩაწერილი.
აღნიშნულია, რომ გიორგის სამსახურით აგრეთვე "ჩელსია" დაინტერესებული.

თუ "ნიუკასლმა" გიორგი შეიძინა, კლუბის ისტრორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს გაჩარხავს. აქამდე ყველაზე ძვირად, 63 მილიონ ფუნტად "სოსიედადისგან" ალეკსანდერ ისაკი გადაიბირა.

ხაზგასმულია, რომ უფრო იაფად მამარდაშვილს ხელში ვერ ჩაიგდებენ, ზოგიერთს შეიძლება თანხა გადაჭარბებულად ეჩვენება, მაგრამ ის გამაოგნებელი ტალანტია.

აღნიშნულ ინფორმაციას სხვა ბრიტანული მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ