ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

იურიჩის ასისტენტი: საზონოვი მოედანზე კვარაცხელიას გამო შევიყვანე

AutoSharing Option
სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლიმ" "ტორინოს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ივან იურიჩის ასისტენტმა მატეო პარომ ჟურნალისტებთან აღნიშნული შეხვედრა შეაფასა და კომენტარი საბა საზონოვზეც გააკეთა.

"ბედნიერები ვართ, რომ არ დავმარცხდით, ჩემმა ფეხბურთელებმა ერთიანობა გამოავლინეს და გაშვებული გოლის შემდეგ უკან არ დავიხიეთ.

საზონოვი? საბა ძალიან ბევრს მუშაობს, მოედანზე შევიყვანეთ, რადგან კვარაცხელიას კარგად იცნობს და "ნაპოლის" ფეხბურთელის შეჩერება ამ გზით ვცადეთ", - განაცხადა პარომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-7 პოზიციაზეა. "ტორინო" კი 38 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

alt

კვარაცხელიას გამო შევიყვანე" />კალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის გარეშე უნდა გავემზავროთ

altროგორი შეფასება მიიღეს კვარაცხელიამ და საზონოვმა

altხვიჩამ ისევ გაიტანა - "ნაპოლი" "ტორინოსთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ