ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კალცონა: კვარაცხელია განსაკუთრებულია - "ბარსელონასთან" სათამაშოდ შიშის გარეშე უნდა გავემზავროთ

AutoSharing Option
"ტორინოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"გუნდით კმაყოფილი ვარ, დომინირებდა და ბევრი მომენტი შექმნა. ჩვენ "ნაპოლი" ვართ და "ბარსელონასთან" შესახვედრად ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა გავემგზავროთ.

"კვარა"? განსაკუთრებულია. მას თავდაჯერება შევძინე, ვენდობი, რაც დავავალე, ყველაფერი შეასრულა. მარიო რუიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება ორსატოს მსაჯობას, მეორე ტაიმში 52 წუთიდან ბურთი თამაშში ფაქტიურად 24 წუთი იყო".