ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი - რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ჯენოასთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 24-ე ტურში "ნაპოლიმ" "ჯენოას" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

"პარტენოპეის" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

Flashscore-მა "კვარას" გარჯა 7.8 ქულით შეაფასა, Sofascore-მა ქართველს 8.2 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა 8.4. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ხვიჩა კვარაცხელიამ დაიმსახურა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.

alt"ხვიჩა ზაფხულში იმ გუნდში გადავა, რომელიც..." - სიომინი კვარაცხელიას "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე

ასევე დაგაინტერესებთ