ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

აზაროვის და გოჩოლეიშვილის "შახტარმა" "მარსელთან" ფრეს მიაღწია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩი „შახტარსა“ და „მარსელს“ შორის 2:2 დასრულდა.

პირობითი მასპინძლების რიგებში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. რაც შეეხება ლუკა ლაცაბიძეს, ტურნირის განაცხადში არაა შეყვანილი.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თამაში სანახაობრივი არ იყო და მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. შესვენების შემდეგ თამაში გახალისდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა და სტუმრები ობამეიანგმა დააწინაურა, თუმცა მალე მატვიენკომ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში რიზნიკის კარის დალაშქვრა ლუის ენრიკეს შეეძლო, მაგრამ მას ხელი აზაროვმა შეუშალა და თავისი გუნდი გადაარჩინა.
90-ე წუთზე ნდიაემ „მარსელი“ წინ გაიყვანა, ხოლო კომპენსირებულ დროში ეგინალდუმ საბოლოო ანგარიში დაფიქსირა.

ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: აზაროვი - flashscore 6.7, sofascore 6.7, whoscored 6.5. გოჩოლეიშვილი - flashscore 6.2, sofascore 6.1, whoscored 6.1.

საპასუხო შეხვედრა 23 თებერვალს „ველოდრომზე“ გაიმართება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“. 28 790 მაყურებელი
შახტარი - მარსელი 2:2
გოლები: 0:1 ობამეიანგი (64), 1:1 მატვიენკო (68), 1:2 ნდიაე (90), 2:2 ეგინალდუ (90+2)