ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია

AutoSharing Option
"უოტფორდი" გიორგი ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანელი ჟურნალისტი რაიან ტეილორი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ირმები" ქართველი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი არიან და ბელგიურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ 2.5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს "გენტთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

24 წლის ნახევარმცველმა "უოტფორდის" მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 3 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

"ირმები" ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

altფრე შეფილდში და ჩაკვეტაძის კარგი შეფასებები [VIDEO]

alt"ჩაკვეტაძეზე მხოლოდ ამის

თქმა შემიძლია" - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი
ასევე დაგაინტერესებთ