ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

წიტაიშვილმა უკრაინულ მედიას ბოიკოტი გამოუცხადა

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილი, რომლის კონტრაქტი კიევის "დინამოს" ეკუთვნის და ბათუმის "დინამოში" იჯარის წესით თამაშობს, უკრაინულ მედიას შემოსწყრა.

"უკრაინულ საინფორმაციო საშუალებებს ინტერვიუს აღარ მივცემ. თქვენს ზარს პატივისცემის გამო ვუპასუხე, რადგან მე ასე აღმზარდეს", - ციტირებს წიტაიშვილს Український футбол-ი.

Terrikon-ის ვარაუდით, გიორგის გაბრაზების მიზეზი ისაა, რომ მან ადრე NV-სთან განმარტა, თუ რატომ აირჩია საქართველოს ნაკრებში თამაში, რასაც უკრაინელების მხრიდან სოციალურ ქსელებში აგრესიული კომენტარები მოჰყვა.