ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ინსინიეს "ნაპოლიში" დაბრუნება სურს, თუმცა "კვარას" შემცვლელად ყოფნას არ აპირებს" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილ ფეხბურთელს, ლორენცო ინსინიეს, "პარტენოეპის" რიგებში დაბრუნება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გამოცდილი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად თამაშს არ აპირებს.

გამოცემის ინფორმაციით, ლორენცოს გადაბირებით "ფიორენტინა" და "ლაციოც" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, ინსინიე MLS-ის კლუბ "ტორონტოში" 2022 წელს, "ნაპოლიდან" გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში 32 წლის შემტევმა 31 მატჩში 10 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

ინსინიე "პარტენოპეის" ღირსებას 2010/2022 წლებში იცავდა და დღემდე ნეაპოლელი ქომაგების ერთ-ერთ საყვარელ
მოთამაშედ ითვლება.

alt"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ინსინიემ "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა

altახალი "ქართული" გუნდი იტალიაში - ყველაფერი კვერნაძესა და "ფროზინონეზე" - ინსინიეს თანაგუნდელობა და გუნდიდან წასული ლორია...

altინსინიე: არ მეგონა, თუ ამერიკული ლიგა ამდენად რთული იქნებოდა

ასევე დაგაინტერესებთ