ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა დმიტრი სელიუკმა Sportskp.ru-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

იაია ტურეს ყოფილი წარმომადგენლის თქმით, თუ "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ბლაუგრანასთან" თავს გამოიჩენს, მის მიმართ ევროპული გრანდების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაში ფავორიტის დასახელება რთულია. ხვიჩას ნაწილობრივ გაუმართლა, რადგან თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს, მის მიმართ ევროპული გრანდების დაინტერესება გაიზრდება. მართალია, რომ ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელია, თუმცა კატალონიურ გუნდთან წარმატების მიღწევის შემთხვევაში, მასზე უფრო ბევრს ისაუბრებენ", - განაცხადა სელიუკმა.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ნეაპოლში
21 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი კატალონიაში 12 მარტს შედგება.

alt"ნაპოლისა" და "ბარსელონას" შორის გასამართი მატჩების თარიღები ცნობილია

altკვარაცხელიამ უნდა დაისვენოს? - დღეს ქართული დუელის შანსია, კვერნაძეს თასზე მაინც...

alt"ოსიმენმა და კვარაცხელიამ კრიზისი გადალახეს და "ბარსელონასთვის" საფრთხეს წარმოადგენენ" - ესპანური მედია "პარტენოპეის" პლუსებსა და მინუსებზე წერს

ასევე დაგაინტერესებთ