ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სახლში 2:0 მოუგო "ბრაგას" და მერვედფინალში გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ისაუბრა.

მაცარი აშკარად კმაყოფილი იყო და თქვა, რომ კომპაქტურად ითამაშეს, მეტოქეს სივრცეები არ დაუტოვეს, სამოქმედო არეალი შეუზღუდეს, აქედან გამომდინარე, სახიფათო კონტრიერიშების განხორციელების საშუალება ნაკლებად მისცეს, სამუშაოდ მეტი დრო ექნება, მომავალში უკეთ ითამაშებენ და 16 დეკემბერს "კალიარისთან" მძიმე შეხვედრას ელის.

მაცარის კითხვა დაუსვეს - "ოსიმენი და "კვარა". პირველმა გოლი გაიტანა, მეორემ კი თამაში გააუმჯობესა?" ნეაპოლური გუნდის თავკაცმა მოკლე პასუხი
გასცა: "ისინი ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან. დღეს გახარებული ვარ, რადგან პროგრესი დავინახე".

მომზადებულია tuttonapoli-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ