"დაღლილი იყო და ბურთის კუთხეში გადაგზავნა ვერ მოახერხა" - რას წერს იტალიური პრესა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სერია A-ს მე-10 ტურში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მიუხედავად ბოლო წუთზე გაცუდებული მომენტისა, იტალიურმა პრესამ მისი თამაში დადებითად შეაფასა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"კალაბრია მის წინააღმდეგ კვლავ კარგად გაისარჯა. "კვარას" მისგან თავის დასაღწევად სხვადასხვა გზის პოვნა უწევდა. უნდა ვაღიაროთ, როდესაც ტექნიკასა და სისწრაფეს ჩართავს, ხვიჩას თამაში ყოველთვის სასიამოვნო სანახავია" - TuttomercatoWeb - 6 ქულა

"მისთვის სივრცის დატოვება მომაკვდინებელია, კალაბრია მთელი მატჩის განმავლობაში დაჰყვებოდა, თუმცა ხვიჩა კლასის ხარჯზე მისი ბარიერის დაძლევას
მაინც ახერხებდა. მე-60 წუთზე მის დარტყმულს ტომორი გადაეფარა, შეხვედრის ბოლოს კი გამარჯვების მომტანი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა" - Eurosport.it - 6.5 ქულა

"კალაბრიას წინააღმდეგ კიდევ ერთი ლამაზი დუელის მომსწრენი გავხდით, "მილანის" მცველი მის შეზღუდვას ახერხებდა, მაგრამ ქართველმა სახიფათო მომენტების შექმნა მაინც მოახერხა, ბოლო წამებზე გამარჯვების მომტანი გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მენიომ თქვა - არა!" - Calciomercato - 6.5 ქულა

"მიუხედავად იმისა, რომ კალაბრია თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებია, არ ნებდებოდა და "მილანის" დაცვის ხაზისთვის პრობლემების შექმნას ახერხებდა, გამარჯვების გოლის გატანასთანაც ახლოს იყო" - Calcionapoli1926 - 6 ქულა

"სერია A-ს მცველებისთვის კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში ნამდვილი ჯოჯოხეთია, თუმცა დავიდე კალაბრია მის წინააღმდეგ ყოველთვის დამაჯერებელია" - La Gazzetta dello Sport - 6 ქულა

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, გარსიას გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 4 ნოემბერს, "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.

altრუდი გარსია: "კვარას" ბოლო შანსისას იღბალმა ზურგი გვაქცია

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში?

altრა მატჩი, რა ემოციები - ხვიჩას ბოლოს გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
აი რა მავნებლობა მოაქვს ცოლს. ვხუმრობ ნუ ჩამქოლავთ ეხლა
ოღონდაცა რაააააააა
22:35 30-10-2023
1
ჩემი სუბიექტური აზრია, კვარა ნაპოლიში მეტი ვერ განვითარდება, არ არის ნაპოლი ტოპ კლუბი და არც თანაგუნდელები ჰყავს ტოპ კლასის,თუ რეალში უნდა მოხვედრა ზაფხულში უნდა მოძებნონ რომელიმე ინგლისური ტოპ კლუბი და გაჩარხონ ტრანსფერი, თუ არა და ვერონასთან ორი გოლის გატანით რეალში ვერ მოხვდები
მამუკა
21:47 30-10-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული