კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" მოულოდნელად დამარცხდა

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის მეთორმეტე ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე მოულოდნელად „აუსტრიასთან“ 0:1 დამარცხდა.

ოთარ კიტეიშვილმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და გრაცულ გუნდს წაგება შეიძლება ლიდერობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.

„შტურმმა“ მიმდინარე ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა, 27 ქულით ლიდერია და 2 ნოემბერს თასზე „გრაცერს“, ხოლო 5 ნოემბერს ჩემპიონატზე ლასკ-ს შეხვდება. მეორე ადგილზე 26 ქულით „ზალცბურგია“, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი - აუსტრია 0:1
გოლი: 0:1 გრუბერი (14)
გამოუყენებელი პენალტი: სარკარია (32, შტურმი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული