ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კვარაცხელია ჩვენთან არ დააფასეს" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბორის იგნატიევმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი მოსკოვის "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესოა.

"კვარაცხელია - ალბათ, "ლოკომოტივის" ისტორიაში საუკეთესო ტრანსფერია. მაშინ როგორ მონახეს და შემდეგ როგორ ვერ შეინარჩუნეს. ახლა ის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. გაუგებარია, როგორ შეეძლოთ ასეთი კალიბრის მოთამაშესთან განშორება. სამწუხაროდ, ხვიჩა ღირსეულად უკვე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დააფასეს", - ციტირებს იგნატიევს Legalbet-ი.

"ლოკომოტივმა" კვარაცხელია "რუსთავიდან" იჯარით 6 თვით კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლებით 2018 წელს აიყვანა. სეზონის დასრულების შემდეგ "რკინიგზელებმა" მასთან ხელშეკრულება არ გააფორმეს და სამი წლით
"რუბინში" გადავიდა; მერე ბათუმის "დინამოს" მიაშურა, რომლისგანაც "ნაპოლიმ" 10 მილიონ ევროდ შეიძინა.

ასევე დაგაინტერესებთ