ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძე "აიაქსთან" ერთად ინგლისში ვერ გაემგზავრა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, "აიაქსი" სტუმრად "ბრაიტონს" დაუპირისპირდება. ამსტერდამული გუნდი ინგლისში დღეს გიორგი მიქაუტაძის გარეშე გაემგზავრა.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ ქართველი თავდამსხმელი ავადაა და ამსტერდამში დარჩა.

გადაყენებული მორის სტეინის ნაცვლად "აიაქსს" დროებით მისი ყოფილი თანაშემწე ჰედვიგეს მარტინეს მადურო უხელმძღვანელებს.

"აიაქსი" B ჯგუფში 2 ქულით მესამე ადგილზეა. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ