რა გვაჩვენა გასულმა სეზონმა? - ხვიჩა თამამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებულს ქმნიდა, ნაკლები პრაგმატულობითა და მეტი იმპროვიზაციით, გარდა ამისა, რთულ სიტუაციებსა და გაძლიერებული დაცვის პირობებში, თითქმის ყოველთვის ახერხებდა იდეალური გამოსავლის პოვნას. სამშაბათ საღამოს, გერმანელების წინააღმდეგ, ზუსტად ასეთი კვარაცხელია ვნახეთ, მძიმე
ხანდახან გვეშინია, სუბიექტურები არ ვიყოთ, მაგრამ ნახულობ საერთაშორისო შეფასებას, იმას, რომ ხვიჩა შეხევდრის საუკეთესო მოთამაშედ თავად უეფამ დაასახელა და ხვდები, რომ ეს მძაფრი შეგრძნებები რეალური და რაციონალურია. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ისევ თავის რელსებზეა, ის ღირსეულად უმკლავდება გაზრდილ ზეწოლასა და აწეულ თამასას, რაც უკვე ვარსკვლავურია. რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, "კვარა" ზრდას არ განაგრძობს და ქება ცუდ სამსახურს გაუწევს, ასე არ მოვიქცეოდით. ახლა საკითხავი ისაა, როდემდე გაიზრდება ნეაპოლში და როდის დადგება ახალი გამოწვევების დრო. თუნდაც ამ ჯგუფის წევრ მადრიდის "რეალში"? - რატომაც არა!..
წმინდა ტაქტიკური თვალსაზრისით, ხვიჩამ ის შეასრულა, რა დავალებაც მწვრთნელისგან ექნებოდა - იმუშავა დაცვაშიც, სისწრაფის ხარჯზე გააფრთხილებინა მცველები, მათ შორის მაშინ, როცა საკუთარ კართან საკმაოდ ახლოდან შეტევას იწყებდა. მოწინააღმდეგის მჭიდრო დაცვის პირობებში, მისი მისია ზღუდეების გაწელვა და აქედან ბურთის ზუსტი პასებით გამოტანა იყო. ვნახეთ ის დრიბლინგიც, რის გამოც ასე უყვართ. ახლა საინტერესოა, ოსიმენის გარეშე განსხვავებულ სტილში ათამაშებულ გუნდს და თავად ხვიჩას ნიგერიელის დაბრუნების შემდეგ რა ელით - ყველაფერი უკეთესად უნდა გაგრძელდეს და არა პირიქით!..
კვარაცხელიამ რასპადორის გაატანინა - "ნაპოლიმ" ბერლინში გაიმარჯვა [VIDEO]
"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა