ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ფროზინონე" "ბოლონიასთან" დამარცხდა - კვერნაძე სათადარიგო იყო

AutoSharing Option
სერია A-ს მეცხრე ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „ბოლონიასთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. შეცვლაზე შესულმა ჩუნიმ 63-ე წუთზე პენალტი მოიპოვა და სოულემ ანგარიში შეამცირა. კომპენსირებულ დროში მაციტელის გაძევების გამო სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა ბოლოს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ მარკიზამ ვერ გაიტანა და მარცხი განიცადეს.

სტუმართა გუნდის ქართველი ლეგიონერი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგო იყო.

„ფროზინონე“ 12 ქულით მეთორმეტე ადგილზეა და 29 ოქტომბერს გასვლაზე „კალიარის“ დაუპირისპირდება.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ფროზინონე 2:1
გოლები: 1:0 ფერგიუსონი (19), 2:0 სილვესტრი (22),
2:1 სოულე (63, პენ)
გაძევება: მაციტელი (90+3, ფროზინონე)